LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი ტვ პირველის ჟურნალისტს – თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები

762
1

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კულტურის სამინისტროში დაანაონსებულ ბრიფინზგე “ტვ პირველის” გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს.

მიზეზით დაინტერესდა ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი, რომელმაც მოგვიანებით უწყების ხელმძღვანელს, თეა წულუკიანს ჰკითხა, თუ რატომ ბლოკავენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს უწყების ბრიფინგებზე.

კულტურის მინისტრრმა კი უპასუხა, რომ ისინი არა კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, არამედ აღვირახსნილები არიან.

–  “ქალბატონო თეა, თქვენს ბრიფინგებზე რატომ ბლოკავთ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს? იქნებ გვიპასუხოთ, რატომ არ ეძლევათ მათ თქვენს ბრიფინგებზე დასწრებისა და კითხვების დასმის უფლება, რა არის ამის მიზეზი?”

–  რისი მიზეზი? თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები.” – განაცხადა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები