LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსიმაშვილი: 20 წლის განმავლობაში ვერ მივაღწიე იმას, რაც წულუკიანმა ორ კვირაში გააკეთა – მას აქვს უნარი უცებ ჩასწვდეს არსს – ყველა თეატრალი დიდი იმედით უყურებს

9149
Untitled design - 2022-01-28T103217.571

თეატრისა და კინოს რეჟისორმა, ავთო ვარსიმაშვილმა კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და გრანტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინისტრი თეა წულუკიანი მისთვის მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებებს ახორციელებს დარგში.

თეატრალებში არ არის ისეთი აგრესია, რასაც სხვა სფეროებში ვხედავ. თეატრალები ყველა ძალიან კარგად და, რაც მთავარია, ძალიან დიდი იმედით უყურებენ თეა წულუკიანს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ძალიან დიდი ხნის მანძილზე გამოგვყვა მართვის საბჭოური სისტემა. თეატრები ჩაკეტილი იყო, იქ არავის უშვებდნენ და ა.შ. პირველად დადგა ამის გადახედვის საკითხი. 30 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა მინისტრთან მქონდა საუბარი იმაზე, რომ ცვლილებებია საჭირო, გამოვდიოდი ფორუმზე, ვსაუბრობდი ამის შესახებ. ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც შეიმუშავა კანონი თეატრის შესახებ, მაგრამ იმასაც არ მიეცა საშუალება, მერე პარლამენტმა კასტრირებული სახით მიიღო.

როგორც იქნა, წელს დაიწყო ძვრები და არ შეიძლება ამას არ მივესალმო. მეტს გეტყვით, ბედნიერი ვარ, რომ ახლა ჩვენთან არის ასეთი მოძრაობა“, – განაცხადა ვარსიმაშვილმა და დასძინა „ყველა ხელისუფლებასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა, თუმცა ყველა ხელისუფლებას ჩემს ფილმებში და სპექტაკლებში ვაკრიტიკებდი, მაგრამ 20 წლის განმავლობაში ვერ მივაღწიე იმას, რაც ქალბატონმა თეამ ორ კვირაში გააკეთა, მას აქვს უნარი უცებ ჩასწვდეს არსს, გაიგოს და მაშინვე გააკეთოს.

ცოტა ფული კი არ გვაქვს, მაგრამ არასწორად ნაწილდება. ეს ფული რომ ნაწილდებოდეს რეზულტატების მიხედვით, საითკენაც ახლა ქალბატონი თეა წულუკიანი მიისწრაფვის, მაშინ სურათი სხვანაირად დადგებოდა. ჩვენს დარბაზში თავისუფალი თეატრი არის 180 ადგილი. ჩვენ წინა წლების მონაცემები რომ ავიღოთ, ჩვენ გაყიდული ბილეთებით და დასწრებით გავასწარით ძალიან მაღალი რანგის და ძალიან დიდი დაფინანსების მქონე თეატრებს.

კითხვა ხომ ჩნდება ლოგიკურად – ჩვენ ხომ იმავეს ვაკეთებთ, ერთი თეთრი მაინც ხომ გვეკუთვნის?! ქალბატონი თეა აღმოჩნდა პირველი მინისტრი, რომელიც ამით დაინტერესდა და გაგვიკეთა ის, რაც არ გაკეთებულა 21 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ავთო ვარსიმაშვილმა „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები