LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილი მელიას : ორი დღეა ვაკვირდები თქვენს სტილს, რომელიც არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება

30

გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას განცხადებას უპასუხა – „ნაცმოძრაობის“ წევრმა მას „ნომინალური პრემიერ-მინისტრი“ უწოდა.

„თქვენი სტილი, თან ადამიანს უთხრათ, რომ ნომინალური ხარ, თან შეკითხვა დაუსვათ და პასუხი გაინტერესებთ, ყველანაირი ეთიკის წრიდან არის გასული. ორი დღეა ვაკვირდები ამ თქვენს სტილს, რომელიც არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება. თუ ნომინალურობაზე ვსაუბრობთ, ვინ არის ნომინალური და საიდან იმართება დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, სწორედ ეს არის ჩემთვის კითხვის საგანი და არა ის, რა შეკითხვებსაც თქვენ სვამთ. საინტერესოა, როგორ მოიქცეოდა, თქვენი აზრით, არანომინალური პრემიერ-მინისტრი? ალბათ, ამის მაგალითები წარსულში არაერთი გვქონია – სპეცდანიშნულების რაზმებისთვის დავალებების მიცემა, მოსამართლეებთან დარეკვა, იუსტიციის მინისტრი მიერ სასამართლო პროცესების მართა და ა.შ. თქვენ თუ ამის მოთხოვნა გაქვთ დღეს, მინდა რომ გაგაწბილოთ, ამას საქართველოში ვერავინ ვეღარ ნახავს. დღეს მადლობა ღმერთს, რომ ასეთი პრაქტიკა არ არის“, – განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები