LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანჩხუთის მერიამ ყველა იმ დედას, რომელსაც შვილი ბრძოლაში დაეღუპა, 200-200 ლარი გადაურიცხა

175

დედის დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ ყველა იმ დედას, რომელსაც შვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაეღუპა, საბანკო ანგარიშზე 200-200 ლარი გადაურიცხა.

რამდენიმე მათგანს დღევანდელი დღესასწაული ალექსანდრე სარიშვილმა პირადად მიულოცა.

“თქვენ მართლაც ვალმოხდილი დედები ხართ. გმირების დედები. თქვენ წინაშე ვალშია საქართველო. დიდხანს უნდა იყოთ, როგორც გაუტეხელობისა და სიმტკიცის მაგალითი” – ასე მიმართა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, ზაალ მდინარაძის დედას ალექსანდრე სარიშვილმა.

მერმა ასევე დღევანდელი დღესასწაული პირადად მიულოცა მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ქალბატონებს და დიდხანს სიცოცხლე და მხნეობა უსურვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები