LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი მომავალ წელს 2.63-ის ნიშნულთან იქნება

89

2019 წელს ბიუჯეტი ლარი/დოლარის 2.63 ნიშნულის კურსზე დაიგეგმა. 

შესაბამისად, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი მომავალ წელს 2.63-ის ნიშნულთან იქნება. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტრო დოკუმენტში გაცვლით კურსს საგარეო ვალის ნაწილში უთითებს.

ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 19.715 მლრდ ლარი იქნება, მათ შორის სახელმწიფო საგარეო ვალი – 15.315 მლრდ ლარის ოდენობით იქნება, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 4 მლრდ.

შეგახსენებთ, 2018 წლის ბიუჯეტში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2,5-ის ნიშნულზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები