LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ გამყარდა

56

ლარის კურსი დოლარისა და ევროს მიმართ გამყარდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.6683 ლარი გახდა, ეს 0.0619 პუნქტით გამყარებული მაჩვენებელია.

ერთი ევროს შეძენა კი 2.7889 ლარად შეგიძლიათ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის განმავლობაში, ლარი პერმანენტულად უფასურდებოდა. ეროვნულმა ბანკმა კურსის გამყარებისთვის 40 მლნ დოლარი აუქციონზე გაყიდა. ამის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები