LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა თორდიას დაკითხვა შეწყდა – გენერალური აუდიტორი შეუძლოდ გახდა

78

ლაშა თორდიას რამდენიმესაათიანი დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რამდენიმე წუთის წინ შეწყდა.

როგორც ალადაშვილის კლინიკაში მყოფი კურიერის კორესპონდენტი იტყობინება, ლაშა თორდია დაკითხვის პროცესში შეუძლოდ გახდა.

შეგახსენებთ, რომ პროკურორები ალადაშვილის კლინიკაში დღეს დაახლოებით 11:00 საათისთვის მივიდნენ. მათ არ დაუკონკრეტებიათ დაკითხეს თუ არა უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც თორდია მასზე განხორციელებულ თავდასხმაში ადანაშაულებს.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. სახელმწიფო აუდიტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარს ლაშა თორდია სამსახურებრივ მოვალეობას უკავშირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები