LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე, 5000 ლარიანი გირაო მიხეილ ჩოხელსაც შეეფარდა

99

მთავარ პროკურატურაში უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე განაცხადეს, რომ ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე, 5000 ლარიანი გირაო ოთარ ფარცხალაძის გარდა, მიხეილ ჩოხელსაც შეეფარდა.

„აღნიშნული საქმე შეეხება 2017 წლის 13 მაისს ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ მომხდარ ინცინდენტს, რა დროსაც ოთარ ფარცხალაძემ და მიხეილ ჩოხელმა სცემეს ლაშა თორდიას,“ – განაცხადა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ.

პროკურორის თქმით, ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის მიერ განხორციელებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას, რის გამოც მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 20 დეკემბერს ჩაინიშნა.

„ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპეტრტიზის დასკვნის თანახმად, ცემის შედეგად ლაშა თორდიამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. აქედან გამომდინარე, პროკურატურის მიერ ლაშა თორდია დაზარალებულად იქნა ცნობილი და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, იქიდან გამომდინარე, რომ ხსენებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას, ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ 5000 – 5000 ლარის ოდენობით გირაო,“ – განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები