LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეიდი გაგამ და პრინცმა უილიამმა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ისაუბრეს (ვიდეო)

100

ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ და ბრიტანეთის პრინცმა უილიამმა FaceTime-ის საშუალებით ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ისაუბრეს. საუბარი პროექიტ Heads Together ფარგლებში განვითარდა, რომელიც პრინცისა და მისი მეუღლის, ქეით მიდლტონის პატრონაჟით ფუნქციონირებს.

ლედი გაგას თქმით, თანამედროვე საზოგადოებაში ფსიქიკური პრობლემები სირცხვილთან ასოცირდება. მომღერალმა საკუთარ პრობლემებზე, კერძოდ კი პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაზეც ისაუბრა. ლედი გაგამ განაცხადა, რომ ვერაფერს უხერხებს იმ ფაქტს, რომ ხანდახან დილით დაღლილს, მოწყენილს და მშფოთვალეს ეღვიძება.

უილიამის თქმით, ასეთი თემების განხილვის დრო დადგა და დახმარება უბრალოდ საუბრითაც კი შესაძლებელია.

პრინცი და მომღერალი ერთობლივი სამუშაოს გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ, მიზნობრივ აუდიტორიად კი ახალგაზრდები აირჩიეს, რომლებსაც დახმარება უპირველესად სჭირდებათ.

ლედი გაგამ და პრინცმა უილიამმა ოქტომბერში დიდ ბრიტანეთში შეხვედრაც დაგეგმეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები