LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმიას დატვირთული 2018 წელი – „მამულიჩას ვეუბნები, რომ ხანდახან ექსპლუატატორია…“

109

ლელა წურწუმიამ გეგმებზე „დღის შოუში“ ისაუბრა. მომღერლის თქმით, „გუფი ლენდთან“ ერთად რეპერტუარი გააკეთა და სწორედ მათთან ერთად გამართავს კონცერტებს ჯერ საქართველოს სამ ქალაქში, შემდეგ საზღვარგარეთ და 20 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. მომღერლის პირველი კონცერტი აქ 200- წელს გაიმართა, შემდეგ 2011 წელს. ასევე ჰქონდა ოთხი სოლოკონცერტი სპორტის სასახლეში.

„ჩემს კონცერტებზე დადის ყველა თაობის მსმენელი. მუსიკას ხომ ძალიან დიდი ძალა აქვს და სურნელს, ყოველთვის რაღაცას გაგონებს და ასოცირდება. როგორც აღმოჩნდა, ჩემი მუსიკა ასოცირდება მეტწილად კარგთან. ხომ გვიფიქრია ამაზე? რატომ ხდება ასე, 17 წლის წინ შექმნილი სიმღერები დღესაც აქტუალურია და ხალხი ისევ ცეკვავს…“

ლელა წურწუმიამ საკუთარ ჩაცმულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონცერტების განმავლობაში მას არც ერთი კოსტიუმი არ გაუმეორებია – „ჩვენ ვთანხმდებით, კოსტიუმი უნდა იყოს მორგებული ჩემზე, რეპერტუარზე, ასევე იმაზეც, სად ტარდება კონცერტი. თანაც, უნდა მქონდეს მორგებული, არ მიჭერდეს და არ მახრჩობდეს. ჩემს გარდერობში არის უამრავი კაბა. ეს არ არის ჩემი მოგონილი, მსოფლიოში აპრობირებული წესია, ყველა ვარსკვლავს აცვია ახალი კოსტიუმი ყველა კონცერტზე. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არ გამიმეორებია კაბა სხვადასხვა კონცერტზე. წლები რომ გემატება, კოსტიუმებიც იცვლება. წლებს აღარ უხდება, რაც შეიძლება, გოგოშკებს უხდებოდეთ. სასაცილო იქნება, რომ ჩავიცვა ისე, როგორც თინეიჯერებს აცვიათ ახლა“.

ლელამ აღნიშნა, რომ ორ ახალ სიმღერას წერს, ერთი რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის, მეორე კი ლილიკო ნემსაძეს  და ნესტან სინჯიკაშვილი ორივე სიმღერაზე კლიპებს გადაიღებს – „ძალიან დატვირთული 2018 წელი მელოდება წინ, მთავარია, ჯანმრთელად ვიყო (იცინის). ჩემს პროდიუსერს, მამულიჩას ვეუბნები, რომ ხანდახან ექსპლუატატორი ხარ-მეთქი. ზოგჯერ ისე გამოვყავარ წყობიდან… მომდის ხოლმე მესიჯები, „ძალადობის შემთხვევაში დარეკეთ ამა და ამ ნომერზეო“ და ერთი-ორჯერ მინდოდა დარეკვა (იცინის), ამომასუნთქე-მეთქი, ვეუბნები. მაგრამ ცხადია, დიდი ფუფუნება და ბედნიერებაა, როცა დარბაზები სავსეა და გულწრფელად ვუხდი მადლობას მაყურებელს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები