LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო ტარანტინოს ახალ ფილმში ითამაშებს

60

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ლეონარდო დი კაპრიო ტარანტინოს ახალ ფილმში მონაწილეობას დათანხმდა, ამის შესახებ variety -ი წერს. ჰოლივუდის ვარსკვლავი ჩარლს მენსონის მკვლელობის ისტორიის ნაწილი გახდება. გამოცემა წერს, რომ ლეონარდო დიკაპრიო  მოხუც, უმუშევარ მსახიობს განასახიერებს. ფილმის გამოსვლის თარიღად 2019 წლის 9 აგვისტო სახელდება. ეს ლეონარდო დიკაპრიოს პირველი ფილმია , მას შემდეგ რაც მსახიობმა  პირველი ოსკარი მიიღო ფილმისთვის “The Revenant“.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები ტომ კრუზთან და ალ პაჩინოსთანაც მიმდინარეობს. დიკაპრიომ და ტარანტინომმ ბოლოს ერთად 2012 წელს იმუშავეს ფილმზე “Django Unchained.”

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები