LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლგბტ პირთა მხარდამჭერ აქციაზე, აქტივისტზე თავდასხმის გამო, ერთი პირი დააკავეს

92

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანცელარიასთან სავარაუდოდ, კონტრაქციის მონაწილე ერთი პირი დააკავა. როგორც “ფორტუნას” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ პირმა  კანცელარიასთან სიტყვით გამოსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თვითმხილველების თქმით, 18 წლის ლგბტ აქტივისტს თავს 45 წლამდე მამაკაცი დაესხა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დაშავებული გამომსვლელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები