LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე მომხდარი ყაჩაღობისთვის ერთი პირი დააკავეს

74

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან იარაღის მუქარით ბანკიდან თანხა გაიტაცა და მიმალვას ცდილობდა.

„ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულია 1977 წელს დაბადებული ზ.ლ. ჩადენილი დანაშაული 5-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სამედიცინო პირბადე, ხელთათმანები, ფულადი თანხა და დანაშაულის ჩადენის იარაღი (სავარაუდოთ პნევმატური იარაღი), რომელიც შესაბამისი ექსპერტიზაზე გადაიგზავნა. სამართალდამცველებთან პირველადი გამოკითხვისას დაკავებულმა ზ.ლ.-მ აღიარა რომ, მან 2018 წლის 27 თებერვალს „ლიბერთი ბანკის“ იგივე ფილიალზე განახორციელა ყაჩაღობა, საიდანაც იარაღის მუქარით გაიტაცა ფულადი თანხა და მიიმალა. გამოძიება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები