LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიდერთა საბჭო დარღვევებზე საუბრობს

92

ლიდერთა საბჭო საარჩევნო პროცესში დარღვევების სიმრავლეზე აკეთებს განცხადებას. რამდენიმე წუთის წინ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე მათ იმ დარღვევებზე ისაუბრეს, რაც 12 საათამდე დაფიქსირდა. მათი განცხადებით, ამომრჩევლები რომლებსაც გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებო, არც ერთ უბანზე არ არიან რეგისტრირებულნი და მათ საარჩევნო კომისიები არანაირ დახმარებას არ უწევენ.

მათივე თქმით, ხდება უბნების გარეთ უბნებიდან გამომსვლელი ამომრჩევლების პირადი ნომერების ჩაწერა და როგორც აღნიშნავენ, ეს  საკმაოდ მძიმე სახის დარღვევაა.

გარდა ამისა, ლიდერთა საბჭოს წევრები აქცენტს აკეთებენ იმაზე,  რომ მმართველი პარტია ე.წ. კრიმინალების მობილიზებას ახდენს უბნებზე, რათა მათ ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები