LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიეტუვამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

80

ლიეტუვას სეიმმა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებით, რეზოლუცია მიიღო. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„რეზოლუციაში სეიმი ეხმიანება და ეყრდნობა 2018 წლის 14 ივნისს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით. სეიმის რეზოლუციაში დაფიქსირებულია მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთს კვლავაც არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. რეზოლუცია აღნიშნავს, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭიროა რუსეთმა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან და აღდგეს საქართველოს იურისდიქცია აღნიშნულ რეგიონებში, განხორციელდეს ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო დაბრუნება და უზრუნველყოფილი იქნას ადამიანის უფლებათა პატივისცემა,” – აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუციით, სეიმი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მიერ წარმოებულ რეფორმებსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები