LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკა ქავჟარაძის გამოფენა გაიხსნა (ფოტო+ვიდეო)

525

ვაკე არტ გალერილიკა ქავჟარაძის გამოფენას  მასპინძლობს.  ქართველი მსახიობი საკუთარ ექსპოზიციას თავად გეგმავდა. გარდაცვალების შემდეგ კი  ორგანიზატორები მისი მეგობრები არიან.  გამოფენაზე წარმოდგენილია ლიკა ქავჟარაძის 20-მდე ნამუშევარი. „რე“პრეფიქსი – ასე ჰქვია  გამოფენას, რომელიც ასევე მისი ერთ-ერთი ნამუშევრის სახელწოდებაცაა.

„ხატვა 30 წლის ასაკში მომხდარი ტრაგედიის, დედის გარდაცვალების მერე დავიწყე, რომელსაც ქვეყანაში არსებული, ომის და გაჭირვების მდგომარეობა დაემატა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ამას რატომ და რისთვის ვაკეთებდი, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო: ხატვა მამშვიდებდა და გზას მიჩვენებდა რაღაც ახლის საკუთარ თავში ძიებისკენ.ეს მოთხოვნილებაში გადამეზარდა და ვხატავ იმიტომ, რომ ტილოზეზე გადმოვცე ჩემი პოზიტივი, ჩემი ფერი და ხაზი ისე, რომ ეს არავისას არ ჰგავდეს, იყოს არაორდინარული და დროის შესაფერისი. უფრო მეტიც: ასევე დიდი სურვილი და მოლოდინი მაქვს იმისა, რომ ჩემი ნამუშევრები ნახოს და შეაფასოს მაყურებელმა , მხატვრებმა და პროფესიონალმა ხელოვნებათმცოდნეებმაც“, – აღნიშნავდა ლიკა ქავჟარაძე გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე.

მსახიობის ნამუშევრებთან ერთად  საგამოფენო სივრცეში  წარმოდგენილი იყო სხვასხვა  მხატვრის მიერ  შესრულებული ლიკა ქავჟარაძის  პორტრეტები. გამოფენა მსახიობის სიცოცხლეში რამდენიმე თვით ადრე დაიგეგმა. ლიკა ქავჟარაძის პერსონალური გამოფენა 26 ოქტომბერს, მსახიობის დაბადების დღეზე დაიხურება.

ია მაქაცარია ( ქ. თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი):

როდესაც ქალბატონი ლიკა მერიაში მობრძანდა და მის ნამუშევრებს გავეცანი, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადე, რის შედეგადაც  ძალიან დიდი ინტერესით ველოდით ამ გამოფენას. თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ის ვერ ესწრება დღეს ამ გამოფენას.

ზაზა კოლელიშვილი(მსახიობი):

ჩემთვის ლიკას მხატვრობის ნიჭი აღმოჩენა არაა და მიხარია, რომ დღეს აქ ვიმყოფებით. ეს არის ლიკასთან საუბარი…

ეკა მამალაძე (მომღერალი):

ძალიან მტივნეულია, როდესაც ჩვენ აქ რაღაც დაობლებულები ვდგავართ. გარდა იმისა, რომ ლიკა არაჩვეულებრივი მსახიობი იყო, მხატვარიც, ბევრმა არ იცის, რომ ის შესანიშნავი მუსიკოსი იყო და უკრავდა კიდეც…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები