LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკა ქავჟარაძის ხსოვნა შეიძლება, გამოჩენილ ადამიანთა ხეივანში უკვდავყონ

113

ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შემდეგ დათო ოქიტაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 15 დეკემბერს მისი სახელობის ვარსკვლავი უნდა გახსნილიყო. ღონისძიებისთვის მზადება უკვე მიმდინარეობდა. დათო ოქიტაშვილს fortuna.ge დაუკავშირდა.

დათო ოქიტაშვილი:

ლიკა ქავჟარაძისთვის ვარსკვლავის გახსნას ჯერ კიდევ სამი წლის წინ ვგეგმავდით. არ მინდა მიზეზებზე ვრცლად ლაპარაკი… თავად გვთხოვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაგვედო. რამდენჯერმე გადავდეთ და ძალიან ვწუხვარ, რომ სიცოცხლეში ვერ გავუხსენით ვარსკვლავი…

ორი თვის წინ „ობიექტივის“ ეთერში ვიყავი და პირდაპირ ეთერში დავურეკე, შევთავაზე ვარსკვლავის გახსნა და დამთანხმდა, ძალიან ბედნიერი იყო. ერთად ვფიქრობდით, როგორი უნდა ყოფილიყო ეს საღამო. ვარსკვლავი კინო „რუსთაველის“ წინ უნდა გაგვეხსნა…

გარდაცვალების შემდეგ ვარსკვლავი არ იხსნება. საკრებულოში შეტანილია წინადადება, რომელიც ცნობილი ადამიანებისთვის დიდების ხეივანის გახსნას გულისხმობს. ეს ჯერ მხოლოდ იდეაა, მაგრამ შესაძლებელია, რომ ლიკა ქავჟარაძის ხსოვნა სწორედ ამ დიდების ხეივანში უკვდავყოთ.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები