LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლივერპული შეიშალა: ნახეთ საოცარი ატმოსფერო და ეგვიპტელების რეაქცია სალაჰზე (ფოტო-ვიდეო)

47

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი 5:2 მოიგო. ინგლისური გრანდი კარგა ხანია ამ ეტაპამდე არ მისულა და მისი საყოველთაოდ აღიარებულმა ფანებმა ჯერ კიდევ თამაშამდე შექმნეს საოცარი ატმოსფერო.
მატჩს მთელმა მსოფლიომ უყურა და გამონაკლისი ვერც ეგვიპტე იქნებოდა. „ლივერპულის“ თილისმა ხომ მათი კაცია.

 

ეგვიპტელების ემოცია სალაჰის გოლზე.
„ლივერპულის“ წარმატებაში ლომის წილი ფარაონს უდევს. მო სალაჰმა ორი გოლი გაიტანა და ორჯერ სხვასაც გაატანინა.
ეგვიპტელი ფანები აღფრთოვანებულები არიან. დააკვირდით მათ სახეებს.

https://www.youtube.com/watch?time_continue=16&v=iCfcqooYLUs

 

ლივერპული ჭკუიდან გადავიდა. უბრალოდ ნახეთ.
მატჩამდე ინგლისური ქალაქი საოცარ ატმოსფეროში გაეხვა. ყველგან წითელი ფერი, ყველგან სიმღერები. კომენტარის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები