LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლივერპულის ლეგენდამ მანჩესტერის გულშემატკივრის გოგონას შეაფურთხა (ვიდეო)

35

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარი „ლივერპულის“ ლეგენდას ჯეიმი კარაგერს აბრაზებდა, ამან კიდევ იმ კაცის გოგონას შეაფურთხა.

ინციდენტი შაბათს მოხდა, როდესაც კარაგერი „მანჩესტერი“-„ლივერპულის“ მატჩის მერე საკუთარი ავტომობილით შინ ბრუნდებოდა. კარაგერის გვერდით “იუნაიტედის“ ქომაგის ავტომანქანა აღმოჩნდა. მძღოლმა გადაწყვიტა, რომ კამერით გადაეღო, როგორ გაჰყვიროდა იგი მატჩის ანგარიშს (“2:1, ჯეიმი, 2:1”). საპასუხოდ, კარაგერმა ფანჯარა ჩაწია და აბეზარა გულშემატკივრისკენ გადააფურთხა. თუმცა ისე მოხდა, რომ მან მგზავრის ადგილზე მჯდომ 14 წლის გოგონას სახეში შეაფურთხა.

მოგვიანებით კარაგერმა ოჯახის ნომერი მოიძია და ბოდიში მოიხადა: საკუთარ საქციელს მან სამარცხვინო და მიუღებელი უწოდა.
მიუხედავად ამისა, გააგრძელებს თუ არა Sky მასთან თანამშრომლობას, მალე გაირკვევა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=myaUBQ_IvIY

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები