LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა ბათიაშვილისა და გოტიე კაპუსიონის კონცერტი 17 ივნისს გაიმართება

115

მევიოლინე ლიზა ბათიაშვილისა და ჩელისტ გოტიე კაპუსიონის კონცერტი 17 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წარდგებიან მაყურებლის წინაშე. ისინი საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრის თანხლებით დაუკრავენ, დირიჟორი – ნიკოლოზ რაჭველი.

ამ კონცერტის შესახებ სცენარისტი თეონა ჯორბენაძე სოციალურ ქსელში წერს:

„დაიდება თუ არა ბილეთები, მაშინვე რომ უნდა შეიძინოთ ის ამბავია 🙂 www.tkt.ge

17 ივნისს მთავარი მოვლენა მუსიკის ფანებისთვის – ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის სეზონის დახურვა!

სწორედ ამ დღეს Artists Union Conceptart მუსიკალურ ცენტრთან ერთად, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მსოფლიო მნიშვნელობის არტისტებს წარმოგიდგენთ. მხოლოდ ერთი დღით და ერთ სცენაზე – აღიარებული ქართველი მევიოლინე – ლიზა ბათიაშვილი, საუკუნის ელჩად წოდებული ჩელისტი გოტიე კაპუსიონი. საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. და რაღა თქმა უნდა, დაუღალავი და მუსიკისთვის თუ მუსიკით მაცოცხლებელი მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები