LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

48

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

რუსმა სამხედროებმა ორი პირი დღეს, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავა.

მათი დაკავების შემდეგ, როგორც სუს-ში განაცხადეს, ამოქმედდა ცხელი ხაზი და მომხდარის თაობაზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები