LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში დიპლომატებმა 3 თვის “ტერორისტი” დაკითხეს

56

ლონდონში აშშ- საელჩოს თანამშრომლებმა დაკითხვაზე 3 თვის ბავშვი დაიბარეს. გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, ბავშვის პაპამ შვილიშვილის ნაცვლად შესავსებ სავიზო ანკეტაში ტერორიზმთან დაკავშირებულ კითხვას არასწორად უპასუხა.

3 თვის ჰარვი კენიონ-კეირნსის პაპამ ანკეტაში კითხვაზე „გაქვთ თუ არა კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებთან, შპიონაჟთან, საბოტაჟთან ან გენოციდთან?“ – დადებითად უპასუხა. შედეგად კი ბავშვი საელჩოში გასაუბრებაზე დაიბარეს.

„დაუჯერებელია ჩემთვის, რომ შეცდომას ვერ მიხვდნენ, როგორ შეიძლება ახალშობილმა ვინმეს ზიანი მიაყენოს?!“- ამბობს 62 წლის პოლ კენიონი.

მან ბავშვი საელჩოში მიიყვანა და შეცდომაც გაირკვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები