LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჩაბლის ქუჩის მაცხოვრებლები ფანჯრიდან კედელს უყურებენ (ვიდეო)

108

ქეთი ტორონჯაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ამოუშენეს ფანჯრის წინ შენობა და ფაქტობრივად, გაუუქმეს ფანჯარა. ქეთი აღნიშნავს, რომ ეს მდგომარეობა საზღვარგარეთ ჩამოსვლის შემდეგ დახვდა.

გთავაზობთ მის კედელზე გავრცელებულ ვიდეოსა და მიმართვას კახი კალაძისადმი:

“ჩემი მეგობრების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ვისაც ჩემი სამზარეულოს ფანჯრიდან ქართლის დედის ხედი გახსოვთ, ეგ ამბავი წარსულს ჩაბარდა. ახლახან საზღვარგარეთიდან ჩამოსულს ფაქტობრივად ჩემს რაფასთან ამოშენებული კედელი დამხვდა. მიღებული შოკისგან ჯერაც არ გამოვსულვარ. მინდა ყველას გთხოვოთ, გააზიაროთ თქვენს კედელზე, რომ მათ ვისაც ეს ეხებათ, ნახონ, რომ ცხვირწინ ხელის გასაწვდენზე შენობის აშენება, ფანჯრის გაუქმება უდიდესი დანაშაულია. სუნთქვის უფლებაც კი შელახულია. მაინც ვიმედოვნებ, რომ სანთელ -საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს. ვცხოვრობ სოლოლაკში, მაჩაბლის ქუჩა 12“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები