LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზიებში ქმრების „შესანახი” ოთახი გაიხსნება

59

„BBC News”-ის ინფორმაციით, შანხაის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიქმნა სპეციალური სივრცე, სადაც მომხმარებლები თავიანთი მეორე ნახევრების დატოვებას შეძლებენ. ყოველი მამაკაცისთვის განცალკევებული მინის ჯიხური იქნება გამოყოფილი, სადაც ისინი 1990-იანი წლების თამაშებით დაკავდებიან. ქმრის ჩაბარების სერვისი პირველი რამდენიმე თვე სრულიად უფასო იქნება, მოგვიანებით კი ქალბატონებს მეუღლეების დასატოვებლად მინიმალური თანხის გადახდა მოუწევთ ხოლმე.

აღსანიშნავია, რომ „ქმრების ჯიხური“ უკვე რამდენიმე მამაკაცმა გამოსცადა და ისინი ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. როგორც ჩანს, მაღაზიებში სიარულის ნაცვლად თამაში  მათთვის მართლაც დიდი ბედნიერებაა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები