LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზიის მძარცველი თანამშრომელმა გოგონამ სცემა : “ისეთ დღეში ჩავაგდე, პატრულის მოსვლას ნატრობდა”

39

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის ყაჩაღური თავდასხმის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს.
შემთხვევა, მიმდინარე წლის 21 მარტს, 24 საათზე მოხდა.

„ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ თავდამსხმელი ცივი იარაღის მუქარით შეეცადა ფულის წაღებას, თუმცა ვერ შეძლო, ადგილიდან მიიმალა და სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს.

საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

Kutaisipost წერს, რომ თავდასხმის მცდელობის დროს შენობაში სასურსათო მაღაზიის ორი თანამშრომელი იმყოფებოდა. ისინი ამბობენ,  რომ მაღაზიაში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა და თანხის გამოძალვა სცადა.

“ახალგაზრდა ბიჭი კეპის ქუდით და დანით ხელში შემოვარდა და ჩვენი შეშინება სცადა. ალბათ ეგონა, რადგან გოგოები ვიყავით შეგვაშინებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. არ შევშინდი და საკუთარი ხელებით ვცემე. ისეთ დღეში ჩავაგდე პატრულის მოსვლას ნატრობდა. ამასობაში მეორე თანამშრომელმა პატრულს გამოუძახა და ისიც 10 წუთში მოვიდა”, – ამბობს მარკეტის თანამშრომელი.

ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები განმარტავენ, რომ პირი რომელმაც მარკეტის დაყაჩაღება სცადა, ამავე უბანში ცხოვრობს. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა წარსულშიც ნასამართლევია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები