LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანი კრიტიკას პასუხობს: „მათ გასაგონად, ვინც გუშინდელი რეპორტაჟის შემდეგ კითხვას სვამს, „აქამდე სად იყავით“

50

მაია ასათიანი იმ კრიტიკას პასუხობს, რომელიც მის მიმართ ინტერნეტსივრცეში გაისმა. კერძოდ წერილს, სადაც მისი ავტორი გიორგი გაბუნიას გუშინდელ გადაცემას გამოეხმაურა და დასვა შეკითხვა „რუსთავი 2“-ის სახეების მიმართ, სად იყვნენ 2004-2011 წლებში, განა ვინმე დაიჯერებს, რომ მათხოვრები ქუჩაში გუშინ გამოჩნდნენ ან ამ ადამიანებს გუშინ და დღეს მოშივდათ? – კითხულობს მიმართვის ავტორი, ნინო ლონდარიძე და სტატიაში ხაზგასმულად მაია ასათიანს ახსენებს: „ქალბატონო მაია, კარგია დაგრიმული სახით და ინტელექტუალის გამომეტყველებით, სინანულის გამოხედვით გაუბედურებულ ადამიანებთან ჩახუტება, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ყალბი ემოციაა, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, დააბრუნოთ თქვენი ფავორიტი ხელისუფლება, თქვენც ძველებურად გაიკეთოთ ვადრისფერი სათვალე და კვლავ გვითხრათ, რომ საქართველო დუბაის უწსრებს ეკონომიკით, რომ საქართველო დღითიდღე მესგავსება სინგაპურს და რომ საქართველო არასდროს ყოფილა ასეთი ნათელი…“

ახლახან მაია ასათიანი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ამ მოსაზრებას გამოეხმაურა და დაწერა:

„პირველი სიუჟეტი სოციალურ თემაზე 18 წლისამ „ალიონში“ გავაკეთე. დღემდე მიმაჩნია, რომ „კურიერში“ და „დროებაში“ თუ რამე საინტერესო გამიკეთებია, სწორედ სოციალური რეპორტაჟები იყო. 8 წლის განმავლობაში „პროფილი“ სისტემატურად აშუქებდა სოციალურად დაუცველი ადამიანების პრობლემებს. არ ყოფილა სეზონი, როდესაც ჩვენ ამ თემებს გვერდს ვუვლიდით!. არასდროს! და მე ამაყი ვარ, რომ მაყურებელთან ერთად შევძელი უამრავი ჩვენი სტუმრის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა! ეს მათ გასაგონად, ვინც გუშინდელი რეპორტაჟის შემდეგ კითხვას სვამს, „აქამდე სად იყავით“. ზუსტად იქ, სადაც მთელი ჩემი ჟურნალისტური ცხოვრების განმავლობაში!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები