LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ბუბლეს გამოჯანმრთელებული ვაჟი ოჯახთან ერთად არგენტინაში დაბრუნდა

185

მაიკლ ბუბლეს 3 წლის ვაჟის, ნოას მკურნალობა საბოლოოდ დასასრულს მიუახლოვდა. ბედნიერი ოჯახი სრული შემადგენლობით არგენტინაში დაბრუნდა. ინფორმაცია ამის შესახებ ნოას ბიძამ, დარიო ლოპილატომ დაადასტურა და პატარა ბუბლეს „ღვთისგან დალოცვილი“ უწოდა.

„ლუისიანა და მაიკლი ამ თემაზე პრესასთან მოგვიანებით ისაუბრებენ, რადგან ყველაფერი დასრულდა და ნოა თავს ძალიან კარგად გრძნობს. ის ღვთიგან არის დალოცვილი“, – განაცხადა დარიომ.

შეგახსენებთ, რომ მომღერლისა და მსახიობის უფროს ვაჟს სიმსივნე გასული წლის ნოემბერში დაუდგინეს. ამ ამბის გამო ორივე მშობელმა კარიერაზე დროებით უარი თქვა, რათა მუდმივად შვილის გვერდით ყოფილიყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები