LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა პირად ცხოვრებაზე: „ჩვენს სიყვარულს ძალიან ვუფრთხილდებით…“

102

საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ ნანუკა ჟორჟოლიანთან საინტერესოდ ისაუბრა თავისი პირადი ცხოვრების შესახებ.

მაკა ჩიჩუა:

ეს ძალიან ისეთი გრძნობაა, რომელიც კიდევ კარგი, რომ მაქვს და არ მთავრდება. პირიქით, გაღრმავდა და გახდა მრავალფეროვანი. ადრე თუ იყო პირველადი, როგორც ხდება ხოლმე, საფეხურებად, მერე კიდევ სხვა საფეხურები მოიტანა. მერე თემო გაჩნდა, რომელმაც სხვა ეტაპზე გადაგვიყვანა, შემოვიდა  თომა ჩვენს ცხოვრებაში და ძალიან ბევრი და მრავალწახნაგოვანი გახდა ეს სიყვარული. ძალიან ვუფრთხილდებით, მე ასე მგონია, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან ხდება დაძაბულობა, მაგრამ ეს ბუნებრივია…

გიორგის პრეზიდენტობამ შეცვალა პირადი ურთიერთობები?

ნაწილობრივ შეცვალა ის, რომ უფრო ფრთხილები გავხდით, რომ ვინმემ არ იფიქროს, პრეზიდნეტი თავისი მდგომარეობით სარგებლობს, ჩემ შემთხვევაში კი – ვინმემ არ იფიქროს, რომ ზემოდან ვუყურებ. არასდროს მქონია ასეთი დამოკიდებულება არავის მიმართ, მაგრამ ქვეცნობიერად გიჩნდება ეს შეგრძნება. სხვისი მხრიდან ხედავ ამ დამოკიდებულებას, შენ არ შეცვლილხარო და ვერ წარმომიდგენია, რამ უნდა შემცვალოს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები