LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკედონიისთვის სახელის შეცვლას საბერძნეთში აქცია და პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა

100

საბერძნეთისა და მაკედონიის პრემიერმინისტრების მიერ მაკედონიისთვის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით დოკუმენტების ხელმოწერას, საბერძნეთში პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ.

აქციაში 500-მდე ბერძენი მონაწილეობდა, რომელთა წინააღმდეგაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, შეტაკებისას სულ მცირე 10ადამიანი დაშავდა.

მაკედონიას ამიერიდან ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდება. ორი ქვეყნის საზღვართან, შეთანხმებას ხელი საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, ალექსის ციპრასმა, მაკედონიის პრემიერმინისტრმა, ზორან ზაევმა და გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა 17 ივნისს მოაწერეს.

მაკედონიის სახელწოდების შესახებ კამათი 1991 წელს იუგოსლავიიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო. ახლა, როცა მაკედონია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს, მისი სახელწოდება კიდევ უფრო აქტუალური გახდა. საბერძნეთის ხელისუფლება შიშობს, რომ ამ სახელწოდებამ შესაძლოა ჩრდილოეთ საბერძნეთის პროვინცია მაკედონიასთან დაკავშირებით სირთულეები შექმნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები