LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალელმა მიგრანტმა, რომელმაც პარიზში ბავშვი გადაარჩინა, საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო

74

მალელმა მიგრანტმა, მამოუდუ გასამამ, რომელმაც პარიზში პატარა ბავშვი აივნიდან ჩამოვარდნას გადაარჩინა, საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ის ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიიღო, სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა, მედალი აჩუქა და საფრანგეთის მოქალაქეობა შესთავაზა. გასამას პრეზიდენტმა მეხანძრედ სამსახურიც შესთავაზა.

22 წლის კაცი მალიდანაა, ის პარიზში 2017 წლის ბოლოს ჩავიდა. მას არ უფიქრია თავის უსაფრთხოებაზე, როდესაც აივანზე ჩამოკიდებული ბავშვი დაინახა. ის ყველანაირი დაცვის გარეშე აძვრა აივნებზე და იმ ადგილს მიაღწია, სადაც ბავშვი იყო ჩამოკიდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები