LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემანუელ მაკრონი:თუ რუსეთს უკრაინასთან მოგების საშუალებას მისცემენ, შესაძლოა საქართველოსაც დაემუქროს

189
BeFunky-collage

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთი თუ გაიმარჯვებს უკრაინაში ომში, ევროპაში იქნება ახალი იმპერიალისტური ძალა, რომელიც, შესაძლოა, დაემუქროს სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს.

ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა „ბიბისისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„თუ რუსეთს ომში გამარჯვების უფლებას მისცემენ, ჩვენთან, ევროპაში გაჩნდება ახალი იმპერიული ძალა, რომელიც შესაძლოა დაემუქროს სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო და ყაზახეთი, ასევე მთელ კონტინენტს. რადგან, რასაც რუსეთი სჩადის უკრაინაში ეს იმპერიალიზმი და კოლონიალიზმია“, – თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მისი და ყველა ქვეყნის მოვალეობაა უკრაინის მხარდაჭერა. მან ასევე თქვა, რომ შემდეგი თვე იქნება კრიტიკული.

„დეკემბერი გადამწყვეტი იქნება, ვინაიდან უკრაინა კონტრშეტევით საკუთარი მიწების დეოკუპაციას ეცდება“ – აღშნა მაკრონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები