LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთიანი ყარაბაღიდან დევნილებს საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში სახლებში დაბრუნების საშუალება უნდა ჰქონდეთ – ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცისა და ნიკოლ ფაშინიანის განცხადება

124
Screenshot 2023-10-05 214807

მთიანი ყარაბაღიდან დევნილებს საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში სახლებში დაბრუნების საშუალება უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივ განცხადებაში არის ნათქვამი.

მიშელმა, მაკრონმა და შოლცმა ხაზი გაუსვეს სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობისადმი მათ ურყევ მხარდაჭერას.

მათ ასევე მხარდაჭერა გამოხატეს ყველა მიმართულებით ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების განვითარებისადმი, სომხეთის რესპუბლიკის საჭიროებებზე დაყრდნობით.

ლიდერები სომხეთისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საჭიროებაზეც შეთანხმდნენ, ვინაიდან, ქვეყანა ყარაბაღელი სომხების მასობრივი გადმოსახლების შედეგების წინაშე დგას.

“მათ აღნიშნეს, რომ ამ დევნილებს სახლებსა და საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება უნდა ჰქონდეთ, ყველანაირი პირობების გარეშე, საერთაშორისო მონიტორინგით, მათი ისტორიის, კულტურისა და ადამიანის უფლებებისადმი შესაბამისი პატივისცემით”, – წერია ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროპელმა ლიდერებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს ომის ფარგლებში დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებისკენ, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედის დასადგენად და განაღმვითი სამუშაოების ხელშეწყობისთვის თანამშრომლობისკენ მოუწოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები