LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: ემანუელ მაკრონთან მქონდა შინაარსიანი საუბარი, მივიღე მხარდამჭერი სიტყვები, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას ევროპულ გზაზე

125
BeFunky-collage

მინდა გითხრათ, რომ მე მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ბატონ მაკრონთან. ჩამოვედი პარიზში მისი მოწვევით და ეს საინტერესოდ დაემთხვა სწორედ იმ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მაკრონს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

„მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ხალხს ეს დიდი აღიარება და დაფასება. ბატონ მაკრონთან მქონდა ძალიან შინაარსიანი საუბარი. ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, მეგობრობას. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ დამოკიდებულებას, რომელიც მისი მხრიდან იქნა წარმოჩენილი და რა თქმა უნდა, საფრანგეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე საფრანგეთის მხარდაჭერას აქვს უდავოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა.

ამიტომ, ბუნებრივია, პრეზიდენტ მაკრონთან ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. მე მისგან მივიღე მხარდამჭერი სიტყვები. მან მითხრა, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას ევროპულ გზაზე. რა თქმა უნდა, მას მივაწოდე ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, იმ რეფორმებზე, იმ პროცესზე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ. მე ასევე ვუთხარი პრეზიდენტ მაკრონს, რომ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი არ სრულდება ამით და ეს არის პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ჩვენ ამით ახალ ეტაპზე გადავდივართ და გადადის ქვეყანა, მაგრამ პროცესი უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო მეტ წარმატებას უნდა მივაღწიოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი, ბუნებრივია, არის მოლაპარაკებების გახსნა და შემდეგ უკვე საბოლოო გაწევრიანება ევროკავშირში, რასაც, რა თქმა უნდა, წლები დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ამისთვის უნდა მოვამზადოთ ჩვენი ქვეყანა, ბუნებრივია, ერთ დღეში და ორ დღეში ვერ მოხერხდება, მაგრამ ის წარმატება და პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ, შეიძლება ითქვას გადაჭარბების გარეშე, რომ ეს არის ნამდვილად ხელშესახები ჩვენი ხალხისთვის, ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ეს სიმბოლური დაგვირგვინება მთელი ამ 10 წლიანი პროცესის, კანდიდატის სტატუსი არის ძალიან დიდი მიღწევა და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ამის თაობაზე”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ მიგვეღწია უწყვეტი და უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები