LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფოს აქვს სრული უფლება და პირიქით, ხელისუფლება არის ვალდებული, გააკონტროლოს ყველა საეჭვო ფულის ტრანზაქცია

125
ირაკლი

სახელმწიფოს აქვს სრული უფლება და პირიქით, ხელისუფლება არის ვალდებული, გააკონტროლოს ყველა საეჭვო ფულის ტრანზაქცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავარი კითხვაა, რატომ უნდა იყოს ტაბუდადებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, თუ ნებისმიერი ორგანიზაცია ვალდებულია, დეკლარაცია შეავსოს და სრულად გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა.

„მინდა შევახსენო საზოგადოებას. თუ რაიმე კითხვა, არგუმენტი აქვს ვინმეს, განსხვავებული მოსაზრება აქვს, პარლამენტი არსებობს ამისთვის და იქ უნდა გააგრძელონ ეს დებატები. უფრო მეტს გეტყვით, მანამდე მე ოპოზიციის ხმა საერთოდ არ მსმენია, მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ოპოზიცია საერთოდ ხმას ვერ იღებდა. მეორე მხრივ, რატომ მოიწყინა ჩვენმა ოპოზიციამ ან „ენჯეოებმა“ ასეთი სალაპარაკო მივეცით, საჩუქარი გავუკეთეთ. ასე, რომ გამოიყენონ საშუალება და საკუთარი აზრი, არგუმენტები წარმოადგინონ. დაიცვან საკუთარი სიმართლე, თუ აქვთ, რაიმე სიმართლე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები