LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: „თქვენ ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობ, ჩემს ოჯახს მე თვითონ კარგად მივხედავ“

187
1717324893_278797

„თქვენ ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ, ჩემს ოჯახს მე თვითონ კარგად მივხედავ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, აშშ-სგან და ევროკავშირის ქვეყნებისგან მოსალოდნელ სავიზო სანქციებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, მაგრამ გვაქვს საკითხები, რომლებშიც ვთანხმდებით. გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ევროპასთან შეიძლება იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც არ ვთანხმდებით. ამას სჭირდება დიალოგი, დისკუსია, ლაპარაკი, საუბარი. ეს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, “ქართული ოცნების” კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები