LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიუღებელია, როდესაც ჩამოდიან საგარეო საქმეთა მინისტრები და ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან.. ეს ქვეყნის შიდა საქმეებში შეურაცხმყოფელი ჩარევაა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

126
ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „მიუღებელია, როდესაც ჩამოდიან საგარეო საქმეთა მინისტრები და ჭკუას ასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან“. მისი თქმით, „ეს ქვეყნის შიდა საქმეებში შეურაცხმყოფელი ჩარევაა“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ „როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება, სუვერენიტეტის მინიმუმ 50% ბრიუსელს გადასცემს“.

„ეს არის შეურაცხყოფა. ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს ხელს მოჰკიდებდა და პანღურებით ქვეყნიდან გაყრიდა“- კახა კალაძე ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებზე

„ყველამ ვიხილეთ ევროპის ქვეყნების რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი. ჩამოვიდნენ, შეხვდნენ პრემიერ-მინისტრიც და ყველა შეხვდა ჩვენი გუნდიდან. ასევე, მგონი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციის მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. რა ჰქვია ამას თუ არა შეურაცხმყოფელი ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში?

„საქართველოს ჭეშმარიტი ადგილი არის ევროკავშირში, ეს პრინციპული არჩევანია და ხალხის გადასაწყვეტია რა მომავალს აირჩევს, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“ – რა გვითხრა საქართველოში მყოფმა ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: მოუსმენს ევროკავშირი ქართველ ხალხს და აირჩევს იმედს, თუ უგულებელვყოფთ ევროპულ ღირებულებებს და კომპრომისზე წავალთ? – ლიეტუვაში საქართველოზე წუხილით ვბრუნდები

პრემიერი: პარლამენტთან ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას – პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ რა მასშტაბის ლუსტრაციაა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა

მიუღებელია, როდესაც ჩამოდის საგარეო საქმეთა მინისტრი, პირველი დიპლომატი და გამოდის და ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან, ეს მიუღებელია. ეს გვერდში დგომა კი არა უხეში ჩარევა, დარღვევაა და ამ დროს მეგობრობაზე საუბრობენ. მოეწონებათ, რომ ჩავიდნენ ჩვენი გუნდის, რომელიმე დეპუტატი ან დეპუტატები და გამოვიდნენ მათი ოპოზიციის მიტინგზე? გგონიათ, არაფერი აქვთ სათქმელი მათ ოპოზიციას? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით იქ რაც ხდება, მაგრამ მათ პოლიტიკურ შიდა საქმეებში არ ვერევით. რატომ აძლევენ თავს ამდენის უფლებას?

იცით რა არის პრობლემა? თქვენ ვინ ხართ? საქართველო როგორ ბედავს ამდენ რამეს? – ეს დამოკიდებულება აქვთ. ერთი ძალიან კარგი ევროპელი კოლეგა მეუბნებოდა – როცა კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, ვუთხარი როგორ შეიძლება საქართველო გამოარჩიო და მოლდოვაზე და უკრაინაზე უკან დააყენო? როცა წინ ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ და იცით რა მითხრა? – მან მითხრა – ჩვენი ქვეყანა მაშინ, როცა წევრიანდებოდა, მუხლებზე იყო დაჩოქილი და ჩვენ ყველაფერს ვასრულებდით უსიტყვოდ და თქვენ, როდესაც იცავთ თქვენ პოზიციას ეს ბრიუსელისთვის მიუღებელია. ისინი არ არიან მიჩვეულები ბარიერებს, მათ უნდათ მოვიდეს დავალება და ჩვენ შევასრულოთ.

ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25 ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინებაა დაკანონებული. დავალება მიიღეს და გააკეთეს. მე გეუბნებით, რომ შეიძლება იყოს მოთხოვნები, მაგრამ ქვეყანა ეწინააღმდეგებოდეს და თავის ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, მივიღებთ იმას რაც მიიღეს სხვებმა.

ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება, სუვერენიტეტის მინიმუმ 50% ბრიუსელს გადასცემს”, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პაპუაშვილი უცხოელ პოლიტიკოსებზე: „მიმართო აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფს და უწოდო მათ „მთელი ერი“ ისეთი საქციელია, რომელსაც საბჭოთა ან რუსი პროპაგანდისტებისგან უფრო მოელი“

ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ –  ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ? – კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები