LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ მაჩალიკაშვილი: პროკურორს თბილისში შევხვდებით, უარი რეკლამად რომ არ გამოიყენონ

122

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ხვალ, თბილისში მთავარ პროკურორთან შეხვედრას დათანხმდა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, გადაწყვეტილება ხეობის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. დაგეგმილ შეხვედრას კი ოჯახის ოთხი წევრი და ადვოკატები დაესწრებიან.თავდაპირველად, პროკურატურაში ხეობიდან 12 კაციანი ჯგუფის ჩასვლა დაიგეგმა, თუმცა, უწყებამ პოზიცია შეცვალა და ირაკლი შოთაძე მხოლოდ ოჯახის წევრებს მიიღებს.

 

„გადავწყვიტე, ხვალ ჩავიდე თბილისში. რადგან ეს არ ამოვიდა ხეობაში, არ გაითვალისწინა პანკისის ხეობის ქისტების მოთხოვნა, გადავწყვიტე რომ ჩავიდე. მაგათ კოზირი რომ არ ქონდეთ ხელში და რაღაც რეკლამად რომ არ გამოიყენონ, გადავწყვიტე ჩავსულიყავი. ოჯახი იქნება ჩემთან ერთად, ჩემი ძმა და აუცილებლად დაესწრება ყველა ჩემი ადვოკატი,“ – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი. 

 

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს.

მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა ხვალ, თბილისის მთავარ პროკურატურაში 13:00 საათზეა დანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები