LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა 21 აგვისტოს გაგრძელდება

121

მალხაზ მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დატოვა. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სუს-ში 6 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მან შენობის დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. ის უწყებაში 21 აგვისტოსაცაა დაბარებული.

ჟურნალისტებს ადვოკატებმა განუცხადეს, რომ მაჩალიკაშვილი სუს-ში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის საქმეზე იყო დაბარებული. მათივე თქმით, გამოძიების კითხვები მალხაზ მაჩალიკაშვილის კონკრეტულ პირებთან კომუნიკაციასა და ურთიერთობებს ეხებოდა.

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილის სუს-ში დაბარებები არასერიოზულ ხასიათს იღებს. სუს-ი ცდილობს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილმა საქართველოს საზღვარი ვერ გადაკვეთოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები