LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე: გავივლით დეტალურ კონსულტაციას ქართველ მეწარმეეებთან

36

2018 წლის ბიუჯეტი არის დაბალანსებული, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ წარმოვადგინეთ ციფრები, რომლის მიხედვითავ ნათლად ჩანს, რომ ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც გატარდა მიმდინარე წლის დასაწყისში, არის წარმატებული. ჩვენ გაგვეზარდა საგადასახადო ბაზა, მოხდა მსხვილი თანხების რეგისტრირება ეკონომიკაში და აქედან გამომდინარე საბიუჯეტო ნაწილში მივიღეთ დამატებით შემოსავლები. ჩვენ ეს ტრენდი ავსახეთ 2018 წლის ბიუჯეტშიც. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კაპიტალური ხარჯები, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით. იმედს ვიტოვებთ, რომ ის პარამეტრები, რომლებიც არის წარმოდეგნილი, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება შესრულების დროს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კითხვაზე, რამდენად იქნება კომუნიკაციაში პარლამენტთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ კომუნიკაციაში იქნება ნებისმიერ ჯგუფთან და სამინისტრო იქნება მაქსიმალურად გახსნილი.

„კომუნიკაციაში ვიქნებით ყველასთან, არც ერთი თემა ჩვენი სამინისტროს მიერ არ იქნება გაკეთებული თუ არ გავივლით დეტალურ კონსულტაციას ქართველ მეწარმეეებთან. ის იდეები, რაც ჩვენ დღეს გავაჟღერეთ, ვაპირებთ, რომ განვახორციელოთ და ვერავინ დამაჯერებს, ქართველ მეწარმეზე უკეთ იცოდეს სხვამ, რა უნდათ მათ. ამასთან, პარლამენტთან ვიქნები ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები