LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩესტერმა ყველა თასი მოიგო: ჟოზეს ბიჭებმა ბავშვები დაამარცხეს

89

ევროპის ლიგა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიგო. სტოკჰოლმში გამართულ ფინალურ მატჩში ინგლისურმა გრანდმა ჰოლანდიური ასევე გრანდი 2:0 დაამარცხა. მართალია, ახლა „იუნაიტედს“ სახარბიელო დროება არ უდგას, მაგრამ მაინც გუნდია, ხოლო „აიაქსს“ ევროპის მასშტაბით გრანდი უწოდო ცოტა რთულია. ამიტომაც უკვე დასაფასებელია ამ გუნდის ფინალში გასვლა. „აიაქსი“ როგორც ყოველთვის ძალიან ახალგაზრდულია და ამიტომაც ფინალიც უფრო კაცების ყმაწვილებთან თამაშს წააგავდა.

ჟოზე მოურინომ დიდი ხანია ჩემპიონთა ლიგისკენ მიმავალ გზად ევროპალიგა დაისახა და მიაღწია კიდეც მიზანს. მომდევნო სეზონში „იუნაიტედი“ პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

“ძალიან მძიმე სეზონი დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ ის ძალიან კარგი გამოვიდა. ჩვენ სწორედ ასეთი მეთოდით გადავწყვიტეთ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა. ყოველთვის გვჯეროდა, რომ ევროპალიგის მოგება შეგვიძლია და ახლა მიღწეულით ძალიან კმაყოფილები ვართ. დღეს “იუნაიტედი” მეტოქეზე გაცილებით ძლიერი იყო. ჩვენ კარგად ვიცოდით, კონკრეტულად რა უპირატესობები გვქონდა მეტოქესთან შედარებით. და გამოვიყენეთ მეტოქის სუსტი მხარეები. ახლა კლუბს ყველა ტიტული აქვს მოგებული“, – თქვა მატჩის შემდეგ კიდევ ერთხელ გამარჯვებულმა „განსაკუთრებულმა“.

მართლაც და ამ ტიტულის მოგებით “მანჩესტერ იუნაიტედმა” ყველა ევროთასის კოლექცია შეაგროვა.

საინტერესოა, რომ მანჩესტერში თასის მოგების აღნიშვნა და ქალაქში ავტობუსით სიარული არ იქნება: ფეხბურთელების დიდი ნაწილი შვებულებაში პირდაპირ მატჩის შემდეგ წავიდნენ. თან ტერაქტის ამბავიც არ დაგვავიწყდეს…


აიაქსი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:2 (0:1)

სტოკჰოლმი, “ფრენდს არენა”

აიაქსი: ონანა, დე ლიგტი, დ.სანჩესი, რიედევალდი (ფ.დე იონგი 82), ველტმანი, შონე (ბან დე ვიკი 70), ზიეჩი, კლაასენი, იუნესი, ტრაორე, დოლბერგი (კამპოსი 62).

მანჩესტერ იუნაიტედი: რომერო, ბლინდი, სმოლინგი, დარმიანი, ვალენსია, პოგბა, ერერა, ფელაინი, მხიტარიანი (ლინგარდი 74), მატა (რუნი 90), რეშფორდი (მარსიალი 84).

გოლები: 0:1 პოგბა (18), 0:2 მხიტარიანი (48)
გაფრთხილებები: ველტმანი, იუნესი, რიედევალდი – მხიტარიანი, ფელაინი, მატა

ბურთის ფლობა: 67% – 33%, დარტყმა: 17 (3) – 6 (4), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 0-1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები