LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანქანის აფეთქების შედეგად ავღანეთში 13 ადამიანი დაიღუპა

113

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ხოსტში, თვითმკვლელმა ტერორისტმა მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი ააფეთქა. აფეთქებას სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა.

ოფიციალური ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.

აფეთქება მუსულმანური დღესასწაულის რამადანის პირველ დღეს მოხდა.

რამადანი მუსულმანებისთვის უწმინდესი დღესასწაულია და მას მორწმუნეები მტკიცედ იცავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები