LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადონა ღმერთია: რას უბრძანებს ციდან ჩამოსული დონ დიეგო მოკვდავ ფეხბურთელებს (ვიდეო)

102

დიეგო მარადონამ რეკლამაში ღმერთის როლი ითამაშა, რომელშიც კროოსი, ნავასი და პეპე ხის სტადიონს აგებენ.

ოღონდ ამ შემთხვევაში ხელის ნაცვლად ლეგენდარული არგენტინელი თავით ურტყამს.

მართლაც რომ ფეხბურთის ღმერთი ლუდ Tecate-ს რეკლამაში ტურინის „იუვენტუსის“ და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებთან ერთად გადაიღეს: პეპე, კეილორ ნავასი, ტონი კროოსი, ანდრეა ბარძალი და პატრის ევრა ზეციდან მოვლენილ ღმერთს დამჯერად შესცქერიან.

კლიპში მარადონა ღმერთის იერით წარდგა, რომელიც ციდან მექსიკური პაბის სიახლოვეს ჩამოვიდა, რათა ნოესთვის ეთქვა, რომ კიდობნის ნაცვლად სტადიონი აეგო. ფეხბურთელები მშენებლობას იწყებენ, რათა მერე ახალ არენაზე თავსხმა წვიმაში ფეხბურთი ითამაშონ. გასაგებია, ვინც გაიტანდა გამარჯვების გოლს.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=iVleZsOTuQg

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები