LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადონამ, ბიჭს, რომელსაც ფეხები არ აქვს, ოცნება აუსრულა (ვიდეო)

34

დიეგო მარადონა უფეხო ყაზახი ბავშვის თხოვნას გამოეხმაურა და მასთან ფეხბურთი ითამაშა.

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, რომელიც ამჟამად საემიროების მეორე დივიზიონის კლუბ „ალ ფუჯაირას“ მწვრთნელობს, ნორჩი ფანის ოცნება აასრულა.

ბიჭმა სოცქსელებში მარადონასთან შეხვედრის სურვილის შესახებ დაწერა და დონ დიეგომაც ის ვარჯიშზე დაპატიჟა.

ალი ფეხების გარეშე დაიბადა და გოლის გასატანად ხელები გამოიყენა. დიეგო ბიჭს გაესაუბრა, ავტოგრაფი მისცა და საჩუქრებიც დაურიგა.

იმისათვის, რომ ალიმ გადაადგილება შეძლოს, რთული პროთეზი ჭირდება. მის სამშობლოში, ყაზახეთში კი ასეთ პროთეზებს ჯერ ვერ ამზადებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები