LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი ლატვიელ კოლეგას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

46

საქართველოს პრეზიდენტი ლატვიის პრეზიდენტს რაიმონდს ვეიონისს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:

 

“ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ ლატვიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე.

მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ლატვიის რესპუბლიკასთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. ჩვენი ძლიერი თანამშრომლობის განთალისწინებით, მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კავშირი და მჭიდრო პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.

ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები მეგობარი ლატვიელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, – აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის ოფიციალურ წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები