LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ საჯაია : საქართველოს დამსახურებული უზრდელი ვარ მე

289

“საქართველოს დამსახურებული უზრდელი ვარ მე,  ვოლსკიმ ეგრე თქვა და აბა არა?!“ – ასე გამოეხმაურა დეპუტატი მარიამ საჯაია გია ვოლსკის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საჯაია უზრდელია.

„მე უფრო კორექტულად ვეტყვი, რომ მისი მხრიდან ჩემ მიმართ წარმოთქმული სიტყვები არის ეიჯიზმი და სექსიზმი (წერტილი).

ისე კი “იბიარდივით” დაემართა ბატონ ვოლსკის,“ – წერს საჯაია.

მოგვიანებით კი დეპუტატმა „ფეისბუქზე“ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა :

„იბიარდ, ავატარები არიან სექსისტები და ეიჯისტები. მოიმარჯვონ უცხო სიტყვათა ლექსიკონი და გაიგებენ რასც ვამობ სანამ მართლა უზრდელობაზე და ცილისწამებაზე გადმოვლენ, როცა არც ესმით რას ვამბობ.

სიმართლე ისაა, რომ თუმცა შინაარსი კი შეიძლება გაიგონ, მაგრამ აზრობრვად ვერასდროს ჩაწვდებიან რომ მათზე ასაკით უმცროსი ქალი იგივე უფლებების (და მოვალეობების) მატარებელია, რომ მას აქვს უფლება გამოთქვას მათგან განსხვავებული აზრი, იყოს თავისუფალი ქმედებებში, მოსაზრებებსა და გამოხატვაში.

და საერთოდაც – იყოს თავისუფალი, თავის თავის უფალი.

p.s. ზუსტად ამგვარ დამოკიდებულებაზე ვლაპარაკობდი ჩემს გამოსვლაში, რომ თვალთმაქცობენ, თითქოს ახალგაზრდების ხელშეწყობა უნდათ. რეალურად, არაფრით განსხვავდება მათი გამოსვლები იმ ადამიანის სიტყვებისგან, ვინც საკუთარი უფლებების დამცველ ახალგაზრდებს დამამცირებლად უწოდა “პომპონჩიკიანი ლიბერალები”.

p.p.s. “საბჭოთა ადამიანს” რას გაუგებ.“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ მარიამ საჯაიას უზრდელი გუშინ, სხდომაზე უწოდა.

შესაბამისი ეპითეტით ვოლსკიმ საჯაია რიგგარეშე სხდომაზე მას შემდეგ მოიხსენია, რაც შენიშნა, რომ მისი სიტყვით გამოსვლისას ოპონენტი კოლეგა სხვა დეპუტატებთან საუბრობდა.

“მგონია, რომ დეპუტატმა საჯაიამ გადააჭარბა ყველაფერს. ცოტა უზრდელურია, ჩემი შვილის ტოლა ბრძანდებით. რა საკვირველია, პოლიტიკაში წლოვანება არ არსებობს, მაგრამ არ შეიძლება გქონდეს განცდა იმის, რომ ესოდენ კარგი შესახედავი მანდილოსანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში მონაწილეობს, არის ელემენტარულად უზრდელი. ეს არის ძალიან ცუდი”, – განაცხადა ვოლსკიმ.
 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები