LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიონ კოტიარი წითელ ხალიჩაზე საყურეების ძებნაში (ფოტო)

419

მარიონ კოტიარი, ისევე როგორც ყველა A-კლასის ვარსკვლავი დღეს კანის კინოფესტივალის სტუმარია. ამჯერად ოსკაროსანი მსახიობი ჯაფარ პანაჰის ახალი ფილმის „სამი სახის“ პრემიერას დაესწრო. 42 წლის მსახიობი წითელ ხალიჩაზე პატარა მსახიობ გოგონასთან, აილინ ასკოისთან ერთად გამოჩნდა, რომელიც ფილმში „ანგელოზის სახე“ მისი პარტნიორია. კოტიარმა ირანული ფილმის პრემიერისთვის არჩევანი ჯორჯო არმანის თეთრ შარვალსა და ტოპზე გააკეთა, რომელსაც აქსესუარის სახით ხავერდის ბაბთა-ქამარი ამშვენებდა.

წითელ ხალიჩას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მსახიობს მოულოდნელად საყურეები მოძვრა, თუმცა ფაქტმა კოტიარი  არ დააბნია. ის ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების წინაშე დაიხარა და საყურეების ძებნა დაიწყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები