LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯანიშვილის ხიდის ქვეშ ბარი დააზიანეს

1395

მარჯანიშვილის ხიდის ქვეშ გუშინ, გვიან ღამით, ბარი დააზიანეს.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“კიბეზე არ ამიშვეს, ქვემოდან მოვუარე. დგას პოლიციელი, რა ხდება-მეთქი და ბარი გატეხესო, მერე იქვე დაყრილ რკინის ყუთებზე მიმითითა, სალაროს ყუთებიაო. ვჩქარობდი სამსახურში, აღარ გამოველაპარაკე ბარის თანამშრომელს,” – ამბობს თვითმხილველი დავით მჭედლიძე.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ინფორმაცია ზარალის შესახებ უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები