LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

91

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსულმა აბაზოვის ადვოკატმა, ზვიად ასათიანმა განაცხადა, აბაზოვი თავს საკმაოდ მხნედ გრძნობს.

კითხვაზე, აღიარებს თუ არა თემურ აბაზოვი პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს. პროკურატურა წინასწარი აღმკვეთის შეფარდების თაობაზე სასამართლოს დღეს მიმართავს.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გუშინ დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები