LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

211
აბაზოვი

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელიც არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული, საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნიკოლოზ სარალიძე ავრცელებს.

„ფედერაციის პრეზიდენტი – თამაზ შიოშვილი
ვიცე პრეზიდენტი – თემურ აბაზოვი
ვიცე პრეზიდენტი – ნიკოლოზ სარალიძე
პრეზიდიუმი“ – წერს სარალიძე.

შეგახსენებთ, რომ თემურ აბაზოვის საქმეზე სასამართლოს განაჩენი ჯერ არ დამდგარა. ის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

"იცოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან ვმეგობრობდი და მაშინდელმა პირველმა პირებმა უთხრეს, მიდით ბოლომდეო" - თეიმურაზ აბაზოვი

მარნეულის ყოფილი მერი, თეიმურაზ აბაზოვი აცხადებს, რომ პროკურატურას მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს და აღნიშნავს, რომ უწყება საქმის გამოძიებას აჭიანურებს. ამის შესახებ აბაზოვმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც პროკურატურა აბაზოვისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს. „ბევრი შეცდომა დაუშვა პროკურატურამ, იყო შიშის ფაქტორი, ზაზა სარალიძის გამოსვლები. მაშინდელ ქვეყნის პირველ პირებს დაუკავშირდნენ. იცოდნენ, რომ […]

თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს, მას შემდეგ, რაც სტუდია მონიტორის საგამოძიებო მასალა გავრცელდა. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

რას ყვება მარნეულის სკანდალის მთავარი გმირი: ბოდიში მოვუხადე, თუმცა მან შემაფურთხა და დაიწყო გინება

 

პოპულალურები