LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

92

მარნეულში, ე.წ. მაღალაშვილის ხიდის მიმდებარედ, ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი რკინიგზის რელსებზე იჯდა, მატარებლის მემანქანის ხმოვანი სიგნალის მიუხედავად, ის რელსებიდან არ გადავიდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები